CPJ საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, მედიისთვის დაწესებული შეზღუდვები მოხსნას
საქართველოს პარლამენტში ამოქმედებული ყვითელი დონის შემდეგ, ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის საკანონმდებლო ორგანოს მოუწოდებს, პარლამენტის შენობაში მედიის წარმომადგენლების შესვლასთან დაკავშირებით 25 ნოემბერს დაწესებული შეზღუდვები დაუყოვნებლივ მოხსნას.
როგორც CPJ-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის კოორდინატორმა განაცხადა, შეზღუდვები მოქალაქეების უფლებას, იყვნენ ინფორმირებულები პოლიტიკური პროცესების შესახებ, საფრთხეს უქმნის, რის გამოც ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, უზრუნველყოს პრესის თავისუფლად მუშაობა.
საქართველოს ისტორიის გადამწყვეტ მომენტში, ჟურნალისტების პარლამენტში შესვლის შეზღუდვისკენ მიმართული ნაბიჯები შემაშფოთებელია და საფრთხეს უქმნის მოქალაქეების უფლებას, იყვნენ ინფორმირებულნი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესების შესახებ“, - თქვა გულნოზა საიდმა.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტში 26 ნოემბრიდან შესაბამისი ბრძანების გაუქმებამდე უსაფრთხოების ყვითელი დონე ამოქმედდა. უსაფრთხოების ყვითელი დონე საკანონმდებლო ორგანიში შესვლის უფლებას მხოლოდ აკრედიტაციის მქონე ჟურნალისტებს აძლევს.