საფრთხეს ვხედავ, რომ შესაძლოა ივანიშვილის დავალებით ყაველაშვილი მოსკოვში გაემგზავროს და რუსებს ხელი ჩამოართვას - დეკანოიძე
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის დასახელება წინასწარი გათვლაა - ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ვარაუდობს, რომ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ყაველაშვილს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის შეცვლას და რუსეთთან ყოველგვარი კავშირის აღდგენას დაავალებს.
ხატია დეკანოიძე "ტვ პირველის" ეთერში იმასაც ამბობს, რომ მმართველმა პარტია ქვეყნის მთავარსარდლის კანდიდატად სწორედ ის ადამიანი წარადგინა, რომელიც მისივე განმარტებით, გამორჩეულად ანტიდასავლური და ანტიევროპულია.
"ივანიშვილმა პრეზიდენტად სრული ანტიპოდი დანიშნა" - აღნიშნა "ერთიანობის" წარმომადგენელმა.
ყაველაშვილი არის გამორჩეული ანტიმედასავლეთე, ანუ ანტიევროპული გამორჩეული თავისი განცხადებებით, რომელიც იყო ანტიამერიკული. ძირითადად, "ხალხის ძალას" ახმოვანებდა ყაველაშვილი. ზოგადად არის პრორუსი. პირველი, რაც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა, სრული ანტიპოდი დანიშნა პრეზიდენტად. მისთვის პირველი გზავნილი იყო, რომ მათ ადამიანებს უთხრა დამცინავად, რომ ის ინსტიტუტი, რომელმაც მე ორჯერ მიღალატა, არაფერი არ არის და დანიშნა გამორჩეულად პრორუსი, ანტიამერიკული, რომელიც იკადრებს იმას, რაც შეიძლება სხვამ არ იკადროს'', - ამბობვს ხატია დეკანოიძე.
შეგახსენებთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა. ოლიგარქმა უმაღლესი მთავარსარდლის მთავარ ღირსებად "კაცური კაცობა" და "ქართული ჰაბიტუსი" დაასახელა. აღსანიშნავია ის გარემობაც, რომ ივანიშვილის პრეზიდენტობის კანდიდატის განათლების დამადასტურებელი ინფორმაცია საჯარო წყაროებში არ იძებნება.