დეკანოიძე: შეიძლება, რომ პრორუსი, ტომარა პრეზიდენტი თავზე დაგვასვან - მაქსიმალურად უნდა გავაპროტესტოთ
"ჩვენ შეიძლება ეს პრორუსი, ტომარა პრეზიდენტი ხვალ თავზე დაგვასვან" - ასე ეხმაურება "ტვ პირველის" ეთერში "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ერთ- ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე მმართველი პარტიის მიერ პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის დასახელებას.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ქართველი ხალხი არ უნდა დანებდეს და პროტესტი ბოლომდე უნდა გააგრძელოს, რადგან დეკანოიძის შეფასებით, მიხეილ ყაველაშვილი სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.
ჩვენ გვყავს არალეგიტიმური თვითმარქვია პარლამენტი, ჩვენ მაქსიმალურად უნდა გავაპროტესტოთ ეს. ჩვენ შეიძლება ეს პრორუსი, ტომარა, თვითმარქვია პრეზიდენტი დაგვისვან და დაგვასვან ხვალ თავზე. ეს მართლა სერიოზული საფრთხის მატარებელია. პროტესტი უნდა გაგრძელდეს, თუმცა აუცილებელია პირველი მანდატებზე და ყველანაირ პრივილეგიებზე უარის თქმა'', - ამბობს ხატია დეკანოიძე.
შეგახსენებთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა. ოლიგარქმა უმაღლესი მთავარსარდლის მთავარ ღირსებად "კაცური კაცობა" და "ქართული ჰაბიტუსი" დაასახელა. აღსანიშნავია ის გარემობაც, რომ ივანიშვილის პრეზიდენტობის კანდიდატის განათლების დამადასტურებელი ინფორმაცია საჯარო წყაროებში არ იძებნება.