ხმაური საქალაქო სასამართლოში - ლაშა ფარულავა მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან გააძევა

28.11.24 11:20
ხმაური საქალაქო სასამართლოში - ლაშა ფარულავა მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან გააძევა

ხმაური და დაპირისპირება საქალაქო სასამართლოში - "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლაშა ფარულავა მანდატურის სამსახურმა სასამართლო დარბაზიდან გამოაძევა. საქმე ეხება მომიტინგეების საქმეებს, რომლებსაც შსს აქციის დროს გზის გადაკეტვას ედავება. ლაშა ფარულავამ მოსამართლე ზვიად ცეკვავას გადაწყვეტილება გააპროტესტა, რომელმაც ის 200 ლარით დააჯარიმა. 

ოპოზიციის წევრი საკუთარ სასამართლო პროცესზე იმ აქციის შინაარსზე საუბრობდა, რომლის გამოც მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან. პოლიტიკოსმა პროცესზე ასევე პირდაპირ თქვა, რომ ცეკვავა, როგორც წესი, "ოცნების" პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებს. სწორედ ეს გახდა ფარულავას სასამართლო დარბაზიდან გამოძევების მიზეზი. ახლა პროცესი მის გარეშე გრძელდება. 

შსს ბრალს გვდებს სამართალდაღვევაში, რომელიც არ ჩაგვიდენია. ეს ყველაფერი უკავშირდება რუსულ არჩევნებს, რომელიც არჩევნები არ იყო, ეს იყო თავიდან ბილომდე რუსული სპეცოპერაცია და რომელშიც, მათ შორის, მიიღო მონაწილეობა მოსამართლე ზვიად ცეკვავამ. ეს ადამიანი განიხილავდა საარჩევნო დავებს და მათ შორის, მე მქონდა 2 თის წი კონკრეტული ვიდეომტკიცებულება, საჩივარი და ამ ბატონმა განიხილა და ვერ დაინახა თურმე, როგორ იყენებდა „ქართული ოცნება“ ადმინისტრაციულ რესურსს. ამ მოსამართლემაც, ამ სასამართლომაც მიიღო მონაწილეობა რუსულ სპეცოპერაციაში და ეს ვუთხარი მე პირდაპირ. ქვეყანაში არის რუსული რეჟიმი, ქვეყანაში აღარ არსებობს პარლამენტი, აღარ არის ცესკო, გაუქმებულია დემოკრატია, საფრთხე ემუქრება გამოხატვის თავისუფლებას. შეკრება-მანიფესტაცია, ფაქტობრივად, აკრძალა ამ სასამართლო პროცესებით ივანიშვილმა, ამიტომ ჩვენ გვაქვს ერთადერთი გზა - ბრძოლა, ბრძოლა სასამართლო დარბაზებში, ბრძოლა ქუჩაში და ბრძოლა საპატიმროებში, - თქვა ლაშა ფარულავა, სასამართლო დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ. 

დღეს სასამართლოში კიდევ 10 მომიტინგის საქმის განიხილავენ, რომლებსაც ასევე გზის გადაკეტვას ედავებიან. 

მსგავსი სიახლეები