როგორ გაყალბდა არჩევნები - ცესკოს ოპოზიციონერი წევრები ევროკავშირის საელჩოში პოლიტიკის და პრესის განყოფილების უფროსს შეხვდნენ

28.11.24 11:37
როგორ გაყალბდა არჩევნები - ცესკოს ოპოზიციონერი წევრები ევროკავშირის საელჩოში პოლიტიკის და პრესის განყოფილების უფროსს შეხვდნენ

ცესკოს ოპოზიციონერმა წევრებმა დღეს ევროკავშირის საელჩოში პოლიტიკის, ინფორმაციისა და პრესის განყოფილების უფროსის მოადგილესთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრა, რომელიც დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა, ცოტა ხნის წინ დასრულდა. ოთხი პროდასავლური პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენლები ჰერჩინსკის ოფისში მტკიცებულებებით მივიდნენ. ქართველმა პოლიტიკოსებმა ანტონიო დალ-ბორგოს დეტალურად აუხსნენს, რა მეთოდები და მექანიზმები გამოიყენა "ოცნებამ" ხალხის ხმების მოსაპარად, როგორ გაყალბდა არჩევნები და სად იკვეთებაა ცესკოს ბრალეულობა.

ევროკავშირის პოზიცია არის ძალიან მკაფიო და ცალსახა. ამ არჩევნებს არ მიიჩნევს ჩვენი მტავარი პარტნიორი იმ სტანდარტის შესაბამისად, რომელიც შეიძლება ჰქონდეს ევროკავშირშ გაწევრიანების მოსურნე ქვეყანას. ეს პირდაპირ ითქვა. ამავდროულად, ითქვა ის, რომ არანაირი დაფინანსება სახელმწიფო სტრუქტურებს არ ექნებათ, იმიტომ, რომ არჩევნები ვერ შედგა. შესაბამისად, კითხვები იყო იმასთან დაკავშრებით, როგორ შეიძლება გადაიდგას ნაბიჯები იმასთან მიმართებაში, რომ რაღაც შეიცვალოს, გაძლიერდეს სამოქალაქო სექტორი. მკაფიოდ გვითხრეს, რომ უფრო მეტი დაფინანსება წავა სამოქალაქო სექტორის გაძლიერებაზე. ბუნებრივია, ჩვენს პარტნიორებს ძალიან კარგად ესმით, რომ ეს ცალკეული ნაბიჯები ვერ შეცვლის ამ სისტემას და რომ სისტემა არის შესაცვლელი, რომ რეჟიმი არის შესაცვლელი და ჩვენ მკაფიოდ დავუფიქსირეთ ჩვენს პარტნიორებს, რომ თუ ეს არჩევნები არ იქნება საერთაშორისო დონეზე გამოძიებული, თუ ის მოთხოვნები, რომლებსაც ჩვენ აქამდე ვაყენებდით არ შესრულდა, არჩევნებს ამ ქვეყანაში მომავალი არ ექნება, - თქვა „ძლიერი საქართველოს“ წევრმა გიორგი სიორიძემ შეხვედრის შემდეგ.