"ოცნების" არაღიარებული პარლამენტი მთავრობის დასამტკიცებულად ემზადება
"ქართული ოცნების" ერთპარტიული პარლამენტი მთავრობის დასამტკიცებლად ემზადება. ივანიშვილის დეპუტატები დღეს კობახიძის მინისტრებს ნდობას გამოუცხადებენ. სხდომა პარლამენტში ცოტა ხანში დაიწყება. ცნობილია, რომ პრემიერი მცირე ცვლილებების შეტანას გეგმავს, თუმცა ახალ მთავრობაში ახალი სახეები არ იქნებიან.
ამ ფონზე, "ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ ოპოზიციის პარლამენტში არშესვლა არაფერს ნიშნავს და ლეგიტიმაცია მათ ქართველმა ხალხმა მისცა.
პარლამენტი არის არაღიარებული, იმიტომ ოპოზიცია არ შემოდის? ვინ არ აღიარებს? ამ არჩევნებს აღიარებს ქართველი ხალხი. მტავარი ლეგიტიმაცია "ქართულ ოცნებას" მისცა ქართველმა ხალხმა. ოპოზიცია ნაწყენია და არ შემოდის, ეს სხვა საქმეა. საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული სახელმწიფო, სამართლებრივი, სამართლიანი სახელმწიფო, - ამბობს ირაკლი ხელაძე.
"ოცნების" კიდევ წევრი გიორგი გაბუნია ირწმუნება, რომ არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს.
არჩევნებში „ქართლ ოცნებას“ ხმა მისცა მილიონ 120 ათასმა მეტმა ამომრჩეველმა. ამაზე მეტი ლეგიტიმაცია ჩვენთვის არ არსებობს. არაღიარებასთან დაკავშირებით როდესაც საუბრობთ, არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, სადაც რომელიმე ოფიციალურმა ინსტიტუციამ ან ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ არჩევნები არის არალეგიტიმური. საუბარი არის მხოლოდ გამოძიების აუცილებლობაზე. გამოძიება მიმდინარებს კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით, დაკავებულია 2 პირი. არანაირი კითხვები,არჩევნები გაყალბდა თუ არ გაყალბდა, არ არსებობს, - ამბობს გიორგი გაბუნია.
საპირისპიროს ამბობენ კონსტიტუციონალისტები. საკონსტიტუციო სამართლის სპეციალისტი კოტე ჩოკორაია ამბობს, რომ პარლამენტმა საკუთარი უფლებამოსილება კონსტიტუციით დარღვევით ცნო, შესაბამისად, ამის შემდეგ ხელისუფლების ყველა ქმედება ანტიკონსტიტუციური იქნება.
ჩოკორაია დარწმუნებულია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ხელისუფლებისთვის სასურველ გადაწყვეტილებას მიიღებს და შეეცდება, სამართლებრივად ყველა ხარვეზი გაასწოროს და თქვა, რომ პარლამენტი ლეგიტიმურია.
ყველა მოქმედება, რომელიც ამის შემდეგ განხორციელდება, თავისთავად კონსტიტუციის საწინააღმდეგოა, იგივე დღევანდელი მტავრობის დამტკიცების პროცედურა და პრეზიდენტის არცევის პროცედურაც. მოგეხსენებათ, პარლამენტის წევრები შედიან იმ 300 კაცია კოლეგიაში, რომლებიც ირჩევენ საქართველოს პრეზიდენტს. მაგრამ, აქ არის ერთი ფაქტიც: უნდა აღინიშნოს, რომ მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლო დაასრულებს უკვე განხილვას და დიდი ალბათობით რაღაცნაირი ფორმით ალბათ ეცდება, რომ ეს სამართლებრივი ვაკუუმი აღმოფხვრას და თქვას, რომ კონსტიტუციურია პროცესი, - ამბობს ჩოკორაია.