სტუდენტი, რომელიც გაყალბებულ არჩევნებს ქუჩიდან აპროტესტებდა, მოსამართლემ 500 ლარით დააჯარიმა
სტუდენტი, რომელიც გაყალბებულ არჩევნებს ქუჩიდან აპროტესტებდა, მოსამართლემ 500 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე ნინო ენუქიძემ გამოცხადა. ნინო ლიპარტელიანს 10 ნოემბერს "დაიტოვეს" მიერ ორგანიზებულ აქციაზე გზის გადაკეტვას ედავებიან.
ორი დღის წინ მოსამართლე ნინო ენუქიძის თანაშემწემ დამირეკა, რომ 28-ში იყო ჩემი სასამართლო პროცესი ჩანიშნული 10 ნოემბერს აქცია-მსვლელობასთან დაკავშირებით და უნდა გამოვცხადებულიყავი. საპირისპირო მხარემ წარმოადგინა ვიდეო-მტკიცებულება, სადაც მედავებოდნენ, რომ მე ხელოვნურად, აქციის რამდენიმე მონაწილესთან ერთად გადავკეტე მარჯვენა სანაპირო, თუმცა მათ მიერ წარმოდგენილ ვიდეოში ჩანდა, რომ ჩემთან ერთად ძალიან ბევრი ადამიანი იყო და ამ სანაპიროს გადაკეტვა მოხდა ბუნებრივად. თვითონ, თავიანთ მტკიცებულებებშიც კი ჩანს, რომ იქ არანაირ სამართალდარღვევას არ ჰქონია ადგილი ჩემს მიერ", - ამბობს "პირველებთან" ნინო ლიპარტელიანი.
ცნობისთვის, დილიდან ამ დრომდე საქალაქო სასამართლოში აქტივისტების საქმის განხილვა მიმდინარეობს. მოსამართლე ზვიად ცეკვავა ათი მშვიდობიანი მომიტინგის საქმეს განიხილვას.