ლადო კახაძე ამტკიცებს, რომ პარლამენტის ყველა ქმედება კონსტიტუციურია

28.11.24 13:37
ლადო კახაძე ამტკიცებს, რომ პარლამენტის ყველა ქმედება კონსტიტუციურია

"ოცნების" დეპუტატი ლადო კახაძე ამტკიცებს, რომ ყველა ქმედება, რომელსაც პარლამენტი განახორციელებს, კონსტიტუციური და ლეგიტიმურია. მმართველი გუნდის წევრი ირწმუნება, რომ ლეგიტიმაცია მათ ქართველმა ხახლმა მისცა. 

ყველა ქმედება, რომელსაც პარლამენტი, მთავრობა ახორციელებს, არის კონსტიტუციიდან გამომდინარე და კონსტიტუციური, ლეგიტიმური. დამარცვლით გეუბნებით. ლეგიტიმაციას იძლევა ის მილიონ 120 ათასი ადამიანი, საქართველოს მოსახლე, რომელიც ჩვენ გვენდობა და ჩვენთან ერთად იღწვის ქვეყნის საუკეთესო ფორმის მოსაძებნად, - ამბობს ლადო კახაძე.

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი მთავრობის დამტკიცების პროცესს არ ესწრება. არაღიარებულ პარლამენტში სხდომას "ოცნების" წევრები, მინისტრობის კანდიდატები და სასულიერო პირები იმყოფებიან. ამ წუთებში პრემიერი სამთავრობო პროგრამას წარადგენს.  

მსგავსი სიახლეები