"ოცნება" ისევ იმუქრება - ნინო წილოსანი სააკაშვილის ციხეში გადაყვანას ითხოვს

28.11.24 13:55
"ოცნება" ისევ იმუქრება - ნინო წილოსანი სააკაშვილის ციხეში გადაყვანას ითხოვს

"ქართული ოცნება" მიხეილ სააკაშვილს ციხეში დაბრუნებით ემუქრება. ავტორი ნინო წილოსანია. მისი მტკიცებით, სააკაშვილი, რომელიც ექიმების დასკვნით რამდენიმე დაავადებას ებრძვის, ახლა ფუფუნებაში იმყოფება.

წილოსანი არ მალავს, რომ "ოცნების" გაღიზიანება ევროპარლამენტის რეზოლუციის ტექსტს უკავშირდება, რომელშიც ევროდეპუტატები პირდაპირ ამბობენ, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი სწორედ საქართველოს მთავრობაა და რომ მესამე პრეზიდენტი სამკურნალოდ საზღვარგარეთ უნდა გაუშვან. 

ისევ ითხოვენ მიხეილ სააკაშილის სამკურნალოდ გადაყვანას, რაც, რა თქმა უნდა, ერთის მხრივ მიგვანიშნებს, თუ ვინ იხდის ამ რეზოლუციებში ფულს. მიხეილ სააკაშვილი მუდმივად ფიგურირებდა, შესაბამისად, ამ რეზოლუციის დამკვეთიც სწორედ ის და მისი ლობისტური ჯგუფია. ამავდროულად, მინდა ასევე გავაფრთხილო, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილი, რომ ამ რეზოლუციებში და მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნაში ფულის ხდამ, არ გააბრაზოს ქართველი ხალხი და შემთხვევით არ მოითხოვონ, რომ მიხეილ სააკაშვილის იმ ფუფუნების პირობებიდან გადაიყვანონ იქ, სადაც მისი რეალური ადგილია - პენიტენციურ სისტემაში. მე პირადად ვემხრობი იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს გადაყვანილი პენიტენციურ სისტემაში, - ამბობს წილოსანი. 

 

მსგავსი სიახლეები