"ოცნების" ერთპარტიულმა პარლამენტმა საქართველოს ახალი მთავრობა დაამტკიცა

28.11.24 13:50
"ოცნების" ერთპარტიულმა პარლამენტმა საქართველოს ახალი მთავრობა დაამტკიცა

84 მომხრე 0 წინააღმდეგი - "ქართული ოცნების" ერთპარტიულმა პარლამენტმა საქართველოს ახალი მთავრობა და სამთავრობო პროგრამა დაამტკიცა. 

მთავრობას ისევ ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. 

მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა შემდეგია: 

  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ლევან დავითაშვილი;
  • კულტურისა და სპორტის მინისტრი - თინათინ რუხაძე;
  • თავდაცვის მინისტრი - ირაკლი ჩიქოვანი;
  • საგარეო საქმეთა მინისტრი - მაკა ბოჭორიშვილი;
  • ფინანსთა მინისტრი - ლაშა ხუციშვილი;
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - ირაკლი ქარსელაძე;
  • იუსტიციის მინისტრი - ანრი ოხანაშვილი;
  • შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური;
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - დავით სონღულაშვილი;
  • განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი - ალექსანდრე წულაძე;
  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - მიხეილ სარჯველაძე;
  • შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - თეა ახვლედიანი. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მან დღეს პარლამენტსა და საზოგადოებას ამბიციური პროგრამა წარუდგინა.

„ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა, ამბიციური პროგრამა, რომელიც დღეს წარვუდგინე კიდევ ერთხელ საქართველოს პარლამენტსა და საზოგადოებას. ჩვენ 4 წლის შემდეგ საზოგადოების წინაშე წარვდგებით ჩვენი ანგარიშით და ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ამ პროგრამის თითოეული პუნქტი პირნათლად შევასრულოთ. ამ პროგრამაში ასახულია ძალიან ამბიციური მიზნები, თუმცა ეს მიზნები ამასთან ერთად არის აბსოლუტურად შესრულებადი და ჩვენ ვართ პასუხისმგებელი, რომ 4 წლის თავზე პირნათლად წავდგებით საზოგადოების წინაშე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

მსგავსი სიახლეები