"აბსურდი და ტყუილია" - ავთანდილ თალაკვაძე გახარიას გუნდის ბრალდებებს უარყოფს

30.08.21 16:24
"აბსურდი და ტყუილია" - ავთანდილ თალაკვაძე გახარიას გუნდის ბრალდებებს უარყოფს

ზურგეთის მერობის კანდიდატი, ავთანდილ თალაკვაძე, პარტია "საქართველოსთვის" ოზურგეთის მერობის კანდიდატის, გია ცეცხლაძის, ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს. თალაკვაძის თქმით, ცეცხლაძის საარჩევნო კამპანია წარუმატებელია და  პარტია "საქართველოსთვის" წევრის ბრალდებების საფუძველიც სწორედ ეს არის. 

აბსურდი და ტყუილია, რომ ზეწოლას ვახდენთ ვინმეზე. სიმართლე არის ის, რომ პარტია „საქართველოსთვის“ ოზურგეთის მერობის კანდიდატის, გია ცეცხლაძის, წინასაარჩევნო კამპანია წარუმატებელია, დღემდე ოზურგეთში არ იციან, რა არის მისი საარჩევნო პროგრამა. როგორც ჩანს, შტაბი ეშლებათ და ჩვენზე ცდილობენ ამის გადმობრალებას, - განაცხადა თალაკვაძემ.

თალკვაძე ასევე, ამბობს, რომ ოზურგეთში საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ, თითქოს "ქართულ ოცნებასთან" შეთანხმებით მოქმედებს პარტია ,,საქართველოსთვის". 

დღეს, როცა ბევრმა გაიგო სიმართლე, გასაკვირი არ არის, რომ უარს ეუბნებიან მხარდაჭერაზე. გახარიას პარტია ოზურგეთში მხოლოდ “ქართული ოცნების” ხმებს და მომხრეებს ეპოტინება,  - განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

 პარტია "საქართველოსთვის" ოზურგეთის მერობის კანდიდატმა, გია ცეცხლაძემ, ძმები თალაკვაძეები ზეწოლაში დაადანაშაულა.