"საქართველოში გერმანიას ელჩი არ ჰყავს" - კობახიძე
"ქართული ოცნების" დეპუტატის, ირაკლი ზაქრუას მიერ საქართველოში გერმანიის ელჩისთვის, პიტერ ფიშერისთვის წარდგენილი ბრალდებების შემდეგ, კომენტარი ქვეყნის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
ივანიშვილის გუნდის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ "საქართველოში გერმანიას ელჩი არ ჰყავს". ამასთან, კობახიძემ თქვა, რომ "გერმანიის ელჩისთვის გაწვევა დიდი პატივი იქნებოდა".
გერმანიის ელჩისთვის გაწვევა იქნებოდა ძალიან დიდი პატივი, აქედან გამომდინარე, მე არ მგონია, რომ ასეთი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. რეალურად საქართველოში გერმანიას ელჩი დღეს არ ჰყავს, ეს არის ყველაზე სწორი სტატუსი, რაც ე.წ. ელჩს შეეფერება დღეს საქართველოში", – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, დღეს, 28 ნოემბერს, "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ სურვილი გამოთქვა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის გაწვევის პროცედურა დაიწყოს.
ირაკლი ზარქუა გერმანიის ელჩს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, მიხაილ როთს ადარებს და ამბობს, რომ ფიშერი, ფაქტობრივად, "როთი 2"-ია.