კობახიძე ისევ ამტკიცებს, რომ უახლოეს მომავალში აშშ-თან ურთიერთობები "თვისებრივად გადაიტვირთება"
ირაკლი კობახიძე ისევ ამტკიცებს, რომ უახლოეს მომავალში პარტნიორებთან ურთიერთობები "თვისებრივი გადატვირთება". ამის შესახებ მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. კობახიძე იმედებს ისევ დონალდ ტრამპზე ამყარებს და იმედოვნებს, რომ მისი პოლიტიკა საქართველოს ხელისუფლების მიმართ კეთილგანწყობილი იქნება.
ამასთან, პრემიერი დღეს თავს ისევ ევროკავშირს დაესხა და ირწმუნებოდა, რომ პარტნიორებს საქართველოსთვის ბევრი რამ აქვთ დასამტკიცებელი. კობახიძე არ დამალა, რომ მისი უკმაყოფილება იმ რეზოლუციით არის გამოწვეული, რომლისა მიღებასაც ევროპარლამენტი დღეს გეგმავს.
ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ უახლოეს მომავალში შესაძლებელი გახდება ურთიერთობების თვისებრივად გადატვირთვა როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით. ამის შესაძლებლობას მოგვცემს იმ ცვლილებები, რომელიც მოხდა აშშ-ში, ჩვენ ამის დიდი იმედი გვაქვს.
გვაქვს ძალიან სერიოზული გამოწვევები საგარეო მიმართულებით და მაკა ბოჭორიშვილს საუკეთესო შეუძლია ყველა იმ საქმის გაკეთება, რაც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის საგარეო პოზიციების გაძლიერებასთან. ჩვენ ტოპტვინები სამთავრობო გუნდში.
ევროკავშირსაც აქვს დასამტკიცებელი ის, რომ ისინი პატივს სცემენ ჩვენს ღირსებას. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მშვიდობით ევროპისკენ სვლაზე, რა თქმა უნდა, ევროკავშირმა უნდა დაგვიმტკიცოს ის, მისთვისაც არის პრინციპულად მნიშვნელოვანი მშვიდობით ჩვენი სვლა ევროოკავშირისკენ.
როცა საუბარია ღირსებით ევროკავშირისკენ სვლაზე, რა თქმა უნდა, აქაც მნიშნელოვანია, რომ ევროკავშირმა დაიცვას ჩვენი ეროვნული ინტერესები. ისე წარმოაჩენდნენ, თითქოს შენ ჯერ უნდა გახდე ევროკავშირის წევრი და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება, მიიღო კეთილდღეობა. სინამდვილეში, ეს არის სიცრუე. სინამდვილეში, ყველაფერი არის პირიქით: ჯერ უნდა მიაღწიო კეთილდღეობის გარკვეულ დონეს და მხოლოდ ამის შემდეგ მიგიღებენ ევროოკავშირში.
ამაზე ვსაუბრობ კონკრეტული მიზეზების გამო. თქვენ იხილეთ რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტის რეზოლუცია, სადაც ისინი ითხოვენ სანქციების დაწესებას, რაც ნიშნავს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ჩამოშლას. ჩვენ უნდა დავინახოთ მომავალში, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდება, - თქვა კობახიძემ.