ბერაია ჟურნალისტებს ჰპირდება, რომ ყველა იმ პრეზიდენტის სიას გაუგზავნის, ვისაც დიპლომი არ ჰქონია

28.11.24 15:46
ბერაია ჟურნალისტებს ჰპირდება, რომ ყველა იმ პრეზიდენტის სიას გაუგზავნის, ვისაც დიპლომი არ ჰქონია

ოლიგარქის უდიპლომო პრეზიდენტი - უმრავლესობის წევრი დაჩი ბერაია მიხეილ ყაველაშვილის უდიპლომობის გამართლებას ცდილობს და ჟურნალისტებს ჰპირდება, რომ ყველა იმ პრეზიდენტის სიას გაუგზავნის, ვისაც დიპლომი არ ჰქონია.

დიპლომი არ აქვს და განათლება არ აქვს სხვადასხვა რამეს ნიშნავს. ამას ნუ აურევთ ერთმანეთში. თქვენ იცით ძალიან ბევრი პრეზიდენტი, მათ შორის წარმატებულ ქვეყნებში, რომლებსაც არ ჰქონდათ დიპლომი. ჩამონათვალს გამოგიგზავნით სუყველასას იმ პრეზიდენტების და პრემიერების, რომლებსაც არ ჰქონდათ დიპლომი", - ამბობს ბერაია.

"ფეხბურთში რუსეთის ჩემპიონი საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატია" - ბიძინა ივანიშვილის  გადაწყვეტილებით რუსეთი კმაყოფილია. კრემლის პროპაგანდისტული მედია უკვე მეორე დღეა იხსენებს რომ ანტიდასავლური შეხედულებებით ცნობილი ყაველაშვილი 1995 წელს ალანიას „სპარტაკის“ შემადგენლობაში რუსეთის ჩემპიონი გახდა. 

ბოლო 24 სააათში რუსეთშიი უკვე ათობით სტატია გამოქვეყნებული, რომლითაც ყაველაშვილის მთავარ მიღწევად და დამსახურებად რუსეთის ჩემპიონობა აქვთ მიჩნეული.

 

მსგავსი სიახლეები