რეზოლუციაში სააკაშვილის შეწყალებაზე არის მოწოდება - ბოკუჩავა
ევროპარლამენტი, სადაც რამდენიმე წუთის წინ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცეს, ქვეყნის მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასაც მოითხოვს.
როგორც "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, ევროპარლამენტი საქართველოს ამჟამინდელ მთავარსარდალს, სალომე ზურაბიშვილს ენმ-ის ხელმძღვანელის შეწყალებას მოუწოდებს.
ამ წუთებში ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოს შესახებ, სადაც საუბარია არჩევნების არაღიარებაზე და ხელახალი არჩევნების ჩატარებაზე. ასევე არის მოწოდება საქართველოს ხელისუფლებაზე პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლების, მათ შორის, პრეზიდენტ ზურაბიშვილზე, რომ შეიწყალოს პრეზიდენტი სააკაშვილი. დღეს არის ერთიანობის დრო ყველა იმ პოლიტიკური აქტორის, რომლისთვისაც ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი ძვირფასია", - ამბობს თინა ბოკუჩავა.
444 მომხრე 72 წინააღმდეგი - ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა. ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძეს, ირაკლი ღარიბაშვილის, კახა კალაძისა და შალვა პაპუაშვილის სანქცირების მოთხოვნა ძალაში რჩება.
რა წერია დოკუმენტში? - ვრცლად იხილეთ მოცემულ ბმულზე.