მოსახლეობას უარს ვერ ვეტყვით - პაპუაშვილი დევნილებისთვის ბინების გადმოცემაზე
,,ქართული ოცნების" წევრის, შალვა პაპუაშვილის, განმარტებით, დევნილებისთვის ბინების გადაცემა წინასაარჩევნო პერიოდს უბრალოდ დაემთხვა.
ქვეყანა ვერ გაჩერდება და იმის გამო, რომ წინასაარჩევნო კამპანიაა, ,,ქართული ოცნება" უარს ვერ ეტყვის მოსახლეობას.
დევნილებისთვის ბინების გადაცემას აქვს პროცედურები და ვერ იქნება ეს იმაზე დამოკიდებული, დაემთხვეოდა თუ არა ბინების გადაცემა არჩევნებს. რა გამოდის, რომ ამ დევნილებს კიდევ უნდა ეცადათ ორი თვე ბინებისთვის? ორი თვით ადრე იმიტომ ვერ გადაეცათ, რომ პროცესუალურად არ იყო მზად ყველაფერი ამისთვის - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს პრემიერმა დღეს განაცხადა, რომ 300 დევნილი ბინებს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად, მიიღებს. ოპოზიცია ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას წინასაარჩევნო პიარსვლად მიიიჩნევს.