სწორედ მესამე ძალაა ,,ოცნების" დამარცხების ფორმულა - გიორგი ვაშაძე

30.08.21 17:28
სწორედ მესამე ძალაა ,,ოცნების" დამარცხების ფორმულა - გიორგი ვაშაძე

,,სტრატეგია აღმაშენებელი" დღეს ახალ  პოლიტიკურ პლატფორმას, მესამე ძალას აფუძნებს. გაერთიანებაში არიან ,,თავისუფალი დემოკრატები" და ,,რესპუბლიკელები"

გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ სწორედ ეს გზა და მესამე ძალაა ,,ოცნების" დამარცხების ფორმულა. ვაშაძეს  
კოლეგა ოპოზიცონერები კი პირდაპირ ,,ოცნების" სასარგებლო თამაშში მონაწილეობაში ადანაშაულებენ. 

მესამე ძალა არ არის მხოლოდ პარტიების გაერთიანება. ეს არის კონკრეტული ადამიანების და ინდივიდების გაერთიანება. თვითმმართველობის არჩევნები არის სპეციფიური. ვინც იქ მონაწილეობას აპირებდა, ჩვენ მათ შევთავაზეთ პლატფორმა. ,,ქართულ ოცნებას" უნდა მიაკეროს, რომ ეს ,,ნაცმოძრაობაა", ,,ნაცმოძრაობას" კი რომ ეს ,,ქართული ოცნებაა". თუ ჩვენ ამ მოჯადოებულ წრეს არ გავარღვევთ, მუდამ ამ კლიშეების ქვეშ ვიქნებით. 

მესამე ძალა ვამბობთ, რომ არც ერთი ძალა ვართ, არც მეორე. - აცხადებს გიორგი ვაშაძე.
 

ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ვაშაძე ხელისუფლების თამაშს თამაშობს. ,,ენმ"-ს წევრის, ხატია დეკანოიძის, თქმით, ყველა ოპოზიციური პარტიის წინასაარჩევნო კამპანია უნდა იყოს მიმართული არა კოლეგების, არამედ ხელისუფლების წინააღმდეგ.

ნამდვილი ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანია უნდა იყოს მიმართული ხელისუფლების და არა კოლეგების  წინააღმდეგ. ნებისმიერი წამოსროლილი სიტყვა ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ იქნება ,,ქართული ოცნების" სასარგებლოდ. - ამბობს ხატია დეკანოიძე.