საქართველოს ხელისუფლება 9 წელია ცდილობს, არ გააბრაზოს კრემლი - ეგორ კუროპტევი
ფონდ „თავისუფალი რუსეთის“ სამხრეთ-კავკასიის ბიუროს დირექტორი, ეგორ კურაპტევი, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურს რუსი დაქირავებული ქილერის, კირილ კრივკოს, სამშენებლო კომპანიის დახურვას ურჩევს. ამის შესახებ ის "პირველებთან" ინტერვიუში ამბობს. კუროპტევის თქმით, სუს-მა ეს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის უნდა გააკეთოს, რათა შესაძლებელი გახდეს ამ კომპანიის უკან მდგომი ადამიანების გაკონტროლება.
კუროპტევი ასევე ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება 9 წელია ცდილობს, არ გააბრაზოს კრემლი. მისი თქმით, სწრედ ეს აძლევს რუსეთს ხელს, მოახდინოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, გაიტაცოს ადამიანები და გამოაგზავნოს აგენტები.
მე როგორც ვიცი და დარწმუნებული ვარ, მათ კომპანია დაიწყეს 2020 წელს და მისი კომპანია ისევ აქტიურია სქართველოს რეესტრში. უსაფრთხოების სამსახურს ვურჩევდი, დახუროს მისი კომპანია, რომ შეძლოს, გააკონტროლოს ხალხი ამ კომპანიის უკან, იმიტომ, რომ აქ არის დამაარსებელი დირექტორი ორი სხვადასხვა ადამიანი, ესენი უსაფრთხოების სამსახურის კონტროლის ქვეშ უნდა იყვნენ. სამწუხაროა, რა თქმა უნდა, ეს პრობლემა. მჯერა, რომ ეს უნდა გაკეთდეს საქართველოს უსაფრთხოებისთვის, მაგრამ საქართველოს ზოგადი პოლიტიკა ჩემთვის არ არის კრემლზე გაბრაზებულის პოლიტიკა. ეს არ არის ჯანსაღი, 9 წელია ცდილობენ, არ გააბრაზონ კრემლი, შესაბამისად, გვაქვს ოკუპაციის პრობლემა, გვყავს ბევრი გატაცებული ადამიანი და ბევრი აგენტი საქართველოში - ამბობს კურაპტევი.