პირველების ექსკლუზიური კადრები - "ოცნების" ლიდერები რესტორანში პრივატულ წვეულებას მართავენ
"პირველების" ინფორმაციით, "ქართული ოცნების" ლიდერების ნაწილი რესტორან "კაკლებში" არიან შეკრებილები.
ადგილზე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის შემდეგ, ივანიშვილის გუნდი პრივატული წვეულებას მართავს.
რესტორანი სხვა პირებისთვის დაკეტილია - ადგილი სამთავრობო ავტომობილის სადგომად არის ქცეული.
რამდენიმე საათის წინ „ქართულმა ოცნებამ” გამოაცხადა, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესის დაწყებას აჩერებს.
უცნობია, უკავშირდება თუ არა თავყრილობა ივანიშვილის გუნდის გადაწყვეტილებას.