ღარიბაშვილთან დაპირისპირება სამი ტელევიზიის მიერ გავრცელებული ტყუილია - ირაკლი კობახიძე

30.08.21 18:34
ღარიბაშვილთან დაპირისპირება სამი ტელევიზიის მიერ გავრცელებული ტყუილია - ირაკლი კობახიძე

,,ეს ტყუილი დაიწყო ,,ფორმულამ", გააგრძელა ,,პირველმა" და გაავრცელა ,,მთავარმა"- ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარე საქართველოს პრემიერთან შესაძლო დაპირისპირებას ამ სამი ტელევიზიის მიერ მოგონილ ტყუილს უწოდებს. ,,პალიტრა ნიუსის" ეთერით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ეს სამი არხი ,,სიცრუის პროპაგანდის წყაროა". 

ეს [დაპირისპირება] არ არის მოსაზრება, ეს არის ტყუილი. ცარიელი ტყუილია. ანუ, სამი ტელევიზიაა და სამივე ტყუილს ავრცელებს და თქვენც [პალიტრანიუსი] აგრძელებთ ახლა ამ თემას და არის ცარიელი ტყუილი და ცარიელი სპეკულაცია. ეს არის ისეთი ტელევიზიების მიერ მოგონილი ტყუილი — ,,ფორმულა", ,,TV პირველი", ,,მთავარი არხი" — სამივე სიცრუის პროპაგანდის წყაროა  — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბოლო პერიოდში ირაკლი კობახიძე მედიასთან არ გამოჩენილა. ამის პარალელურად კი გააქტიურდა ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც რაიონებში ,,ოცნების"  კანდიდატებს წარადგენს და საჯარო განცხადებებს აკეთებს. სწორედ ამ ფაქტის გამო საუბრობს მედია კობახიძესა და ღარიბაშვილს შორის არსებულ დაპირისპირებაზე.