სალომე ზურაბიშვილი აქციაზე მივიდა
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მივიდა. მანამდე პარლამენტთან შეკრებილებმა ზურაბიშვილს არაერთხელ მოუწოდეს, რომ პროტესტის ავანგარდში დამდგარიყო.
აქციაზე შეკრებილები ზურაბიშვილისგან გეგმას ითხოვენ.
პრეზიდენტის გამოჩენას ადგილზე ოვაციები მოჰყვა.
- პრეზიდენტი მოქმედებაზე მას შემდეგ გადავიდა, რაც „ქართულმა ოცნებამ” გამოაცხადა, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესის დაწყებას აჩერებს.
- განცხადების გაკეთებამდე პრეზიდენტი ევროკავშირის წევრები ქვეყნების ელჩებსა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა.