ვინ იქნება გახარიას გუნდის მერობის კანდიდატი? - შესაძლოა, კალაძეს კონკურენცია პირადად ექსპრემიერმა გაუწიოს

30.08.21 08:00
ვინ იქნება გახარიას გუნდის მერობის კანდიდატი? - შესაძლოა, კალაძეს  კონკურენცია პირადად ექსპრემიერმა გაუწიოს

ვინ იქნება გიორგი გახარიას გუნდის მერობის კანდიდატი? - არ არის გამორიცხული კახა კალაძეს  კონკურენცია პირადად ყოფილმა პრემიერმა, გიორგი გახარიამ გაუწიოს. 

"პირველების" ინფორმაციით, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და აზრი გუნდში  ორად იყოფა.  

პარტიაში გადამწყვეტი 48 საათის ათვლა დაიწყო. პარტია მერობის კანდიდატს ოთხშაბათს, 1 სექტემბერს წარადგენს. 

ვიდრე  პირველ სექტემბერს გახარია მერობის კანდიდატს დაასდახელებს, ქართული  ოცნება მცდელობას არ აკლებს, და  ოცნებიდან გახარიასთან წასულ კადრებს ისევ  ოცნებაში ექაჩება.

დღეს საკუთარი კანდიდატურა მოხსნა დაბა ნასაკირალში ნონა ტუნაძემ.  ამ გადაწყვეტილებას კი წინ ძმებ თალაკვაძეებთან კონსპირაციული შეხვედრა უძღვოდა.  გახარიას პარტიაში დარწმუნებულები არიან, რომ ტუნაძემ   გადაწყვეტილება კონკრეტული დაპირების სანაცვლოდ მიიღო.  

გახარიას პარტიიდან ხალხის გადაბირებაზე აქტიურად მუშაობენ სამეგრელოშიც.