ერთი პოლიტიკური გუნდი ჩარჩენილია წარსულში, მეორე წასულის შეცდომებზე ვერ სწავლობს - ვაშაძე
,,ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძე, გიორგი ვაშაძის მესამე ძალას შეუერთდა.
სიტყვით გამოსვლისას ვაშაძემ მოქმედი ხელისუფლება და მისი ყოფილი გუნდი ერთნაირად გააკრიტიკა და განაცხადა, რომ "ერთი პოლიტიკური გუნდი ჩარჩენილია წარსულში, მეორე წასულის შეცდომებზე ვერ სწავლობს".
,,ენმ"-ს ყოფილი თავმჯდომარე იმ პრობლემებს ასახელებს, რომელიც, მისი თქმით, სასწრაფოდ მოსაგვარებელია:
პირველი -პოლიტიკური შეთანხმება, რაც ჩვენმა მოკავშირეებმა ბალტიის რესპუბლიკებმა, სამწუხაროდ, ვისაც ჩვენზე გაცილებით მეტი ჭკუა და გამოცდილება აღმოაჩნდა, 90-იანი წლების დასაწყისში გააკეთეს. მეორე, ნული სიურპრიზები საგარეო პოლიტიკაში"- აღნიშნა ვაშაძემ.
ტრიბუნიდან ვაშაძემ ოპონენტებს, რომლებსაც მისი შეფასებით "გონება და ჭკუა არ ჰყოფნით", მეგობარ ქვეყნებზე საუბრისგან თავის შეკავება ურჩია:
საერთოდ, ჩვენ მოკავშირეებზე ნუ ლაპარაკობენ ის ადამიანები, ვისაც ეს ან არ ხელეწიფება, ან მათი საქმე არ არის, ან განათლება და ჭკუა არ ჰყოფნით იმისთვის, რომ თავისი ნათქვამის შედეგი განსაზღვროს"- თქვა მან.
მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი ამბობს, რომ ჯანდაცვის პრიორიტეტი უნდა იყოს ბავშვები და ქალის ჯანმრთელობა",
ჩვენ თუ საქართველოს მოქალაქე სიღარიბისგან და სიდუხჭირისგან გაგვექცა საზღვარგარეთ, აღარც ნატო დაგვჭირდება და აღარც ევროპის კავშირი, შეიძლება, ეს სახელმწიფოც დავკარგოთ. აუცილებელია აბსოლუტურად მთელი ყურადღების გადატანა ბავშვებზე და ქალებზე, რადგან ჩვენი დემოგრაფიული კატასტროფის ერთადერთი საშველი ეს არის. ჯანდაცვის პრიორიტეტი უნდა იყოს ბავშვები და ქალის ჯანმრთელობა",- თქვა ვაშაძემ.
ცნობისთვის, ,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, პოლიტიკური პლატფორმა მესამე ძალის პრეზენტაცია გაიმართა.
სწორედ მესამე ძალას შეუერთდდა ,,ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე. გაერთიანებაში ვიხილეთ ,,რესპუბლიკური პარტიის" წევრი, ხათუნა სამნიძე, ,,თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე, თამარ კეკენაძე.
მესამე ძალას შემოუერთდნენ: საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატი, რეზო კემულარია, იურისტი, ვახტანგ იაშვილი, სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ოთარ ბაღათურია, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პაატა ჩიქოვანი და ,,სტრატეგია აღმაშენებლის" გუნდის წევრები.