შს სამინისტროს ძალადობრივი ქმედებების შედეგად "ტვ პირველის" ჟურნალისტი, ანა მდივანი დაშავდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალადობრივი ქმედებების შედეგად ტვ პირველის ჟურნალისტი, ანა მდივანი დაშავდა.
"პირველების" კორერესპოდენტი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც დამიზნებით სახეში შეასხეს დაუდგენელი ქიმიური ნივთიერება, რის გამოც მას სპაზმური შეტევა აქვს.
რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე უკვე რამდენიმე საათია, ხდება ჟურნალისტებზე ანგარიშსწორება. დამიზნებით, მედიის წინააღმდეგ იყენებენ სპეცსაშუალებებს.
"ტვ პირველი" კიდევ ერთხელ მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მოგცეს პროფესიული მოვალეობის შესრულების უფლება.
ამასთან, დაზიანებულია ტვ პირველის სამაუწყებლო აპარატურა.
პარლამენტთან მდებარე მოვლენების გაშუქების დროს გაითიშა ტვ პირველის სამაუწყებლო სიგნალი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები ემუქრებიან პირდაპირ ეთერში მომუშავე ჟურნალისტებს, მათ შორის მუქარა განხორციელდა ტვ პირველის რეპორტიორის ნანუკა ქაჯაიას მისამართით.
განახლება:
რამდენიმე წუთის წინ, ანა მდივანმა მედიასთან კომენტარი გააკეთა:
ვიყავით ქაშვეთთან, ვაშუქებდით მოვლენებს, რა დროსაც წყლის ჭავლის მანქანა წამოვიდა ჩვენკენ და მთლიანად სახეში შეისხა. 20 წუთია სასწრაფო დახმარების მანქანაში ვარ და ძლივს გამოვიხედე ახლა თვალებიდან. ბევრ აქციაზე ვყოფილვარ, გამოუყენებიათ წიწაკის სპრეი, მაგრამ ის, რასაც ახლა იყენებენ წარმოუდგენელია. 20 წუთი ვიჯექი და ვერ გამოვიხედე, ახლაც ყველაფერი მეწვის და მტკივა. არ ვიცი რა არის შერეული ამ წყალში, მაგრამ უბრალოდ ვერ სუნთქავს ადამიანი" , - განაცხადა ანა მდივანმა.
რამდენიმე წუთის წინ, რუსთაველის გამზირზ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე "ტვ პირველის" ოპერატორი, ნიკო კოკაია დაშავდა, რომელიც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.
მას ხელში ჰქონდა კამერა, რომლითაც პირდაპირ ეთერში გადასცემდა, მოვლენებს რუსთაველის გამზირიდან, ამის მიუხედავად, სპეცრაზმმა ახლო მანძილიდან, სახეში, დამიზნებით წიწაკის სპრეი შესახა.