ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლება თავს შეიკავებს ევროკავშირის დახმარების მიღებაზე
პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობა თავს იკავებს ევროკავშირის 75 მილიონიანი დახმარების სესხის სახით მიღებაზე. ამის შესახებ ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან თქვა.
ჩვენ მადლიერი ვართ ევროკავშირის ყველა იმ დახმარებისთვის, რასაც ისინი აკეთებენ ჩვენთვის. ჩვენ ან მიმართულებით გავაგრძელებთ წინსვლას. მეორე მხრივ, ამ საკითხმა შეიძინა ძალიან დიდი პოლიტიკური დატვირთვა და ამიტომ, ნებისმიერი ინსინუაციების თავიდან არიდების მიზნით, მთავრობა არ გამორიცხავს და ეს კი არა, ჩვენ გადაწყვეტილიც გვაქვს, რომ თავი შევიკავოთ ამ მეორე ნაწილის სესხის სახით აღებაზე. მთავარი მოტივი არის ის, რომ ჩვენ ეტაპობრივად დავიწყოთ საგარეო ვალის შემცირება", - თქვა ღარიბაშვილმა.