ოპოზიცია არ აწარმოებს კამპანიას, რათა მარცხის შემდეგ ითქვას, რომ წინასაარჩევნოდ არათანაბარი გარემო იყო - პაპუაშვილი
"ქართული ოცნების" საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი, შალვა პაპუაშვილი, ამბობს, რომ ოპოზიცია წინასაარჩევნო კამპანიას არ აწარმოებს, რათა მარცხის არგუმენტად არათანაბარი წინასაარჩევნო გარემო დაასახელოს. ამის შესახებ პაპუაშვილმა პარტიის ბრიფინგზე თქვა. პაპუაშვილი წუხს, რომ ოპოზიცია წინასაარჩევნოდ სარეკლამო ბილბორდებსაც არ იყენებს.
ყველა ვხედავთ, რომ ოპოზიცია ფაქტობრივად არ აწარმოებს წინასაარჩევნო კამპანიას, არ საუბრობს რეგიონის მოსახლეობის საჭიროებებზე და არ აქვს რაიმე პროგრამის მსგავსიც კი, ისინი მოსახლეობას არ სთავაზობენ არაფერს, გარდა დეზინფორმაციისა და ზიზღის კამპანიისა. ისინი არ იყენებენ გარე სარეკლამო სივრცეებს, მათ შორის, არ აქვთ სარეკლამო ბილბორდები, რაც ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ თითქოს კამპანია არათანაბარ პირობებში მიმდინარეობდა. ოპოზიცია არ იყენებს ფასიან საეთერო დროს თავისი საარჩევნო რგოლების გასაშვებად, იყენებენ მხოლოდ უფასო სარეკლამო დროს, რათა არჩევნებში მათი გარადუვალი მარცხის შემდეგ ითქვას, რომ წინასაარჩევნოდ არათანაბარი და არაკონკურენტული გარემო იყო შექმნილი", - თქვა პაპუაშვილმა.