მომწონს, რომ "მესამე ძალა" გათავისუფლებულია პარტიული მესიჯბოქსისგან - გრიგოლ ვაშაძე

31.08.21 11:28
მომწონს, რომ "მესამე ძალა" გათავისუფლებულია პარტიული მესიჯბოქსისგან - გრიგოლ ვაშაძე

გრიგოლ ვაშაძე, რომელიც გიორგი ვაშაძის "მესამე ძალას" შეუერთდა, ამბობს, რომ  არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურის დაყენებას არ აპირებს. ვაშაძის თქმით, "მესამე ძალა" სრულად განთავისუფლებულია პოლიტიკური მესიჯბოქსისგან. 

მარტო გიორგი ვაშაძესთან არ ვარ, ვარ მესამე ძალასთან. ეს არის პოლიტიკური პარტიების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების და  თავისუფალი ადამიანების გაერთიანება. ძალიან მომწონს, რომ განთავისუფლებულია აბსოლიტურად ყველა პარტიული მესიჯბოქსისგან და აპირებენ, ილაპარაკონ მარტო იმ პრობლემებზე, რაც მოსახლეობას აწუხებს", - ამბობს გრიგოლ ვაშაძე.