"ოცნების" მიერ სახელმწიფოს მიტაცების გზა რუსეთის დახმარებით ლოგიკურ დასასრულამდე მივიდა - ინტერვიუ მიხელსონთან
სახელმწიფოს მიტაცების გზა რუსეთის დახმარებით ლოგიკურ დასასრულამდე მივიდა - ეს განცხადება "პირველებთან" ინტერვიუში მარკო მიხელსონმა გააკეთა. ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი პირდაპირ ამბობს, რომ ივანიშვილის გუნდმა უარი უთხრა ევროკავშირს და არჩევანი რუსულ სამყაროზე გააკეთა.
საქართველოში დემოკრატია აღარაა, აქ დიქტატურა დამყარდა - ამბობს მიხელსონი.
ეს გადაწყვეტილება ჩემთვის სიურპრიზი არ ყოფილა, რადგან ქართული ოცნების სახელმწიფოს მიტაცების გზა, რომელსაც რუსეთის დახმარებით ახორციელებს, ლოგიკურ დასასრულამდე მივიდა. თავის მართლება, რომ მოლაპარაკებები დროებით შეწყდა, ეს არის ხალხის მოტყუება. გადაწყვეტილება თვით აღიარებულმა მთავრობამ მიიღო, რომ საქართველო არ უნდა იყოს ევროკაშირის ნაწილი და გახდეს რუსული სამყაროს ნაწილი. ის რაც ამის შემდეგ თბილისის ქუჩემში ვნახეთ, არის ძალიან გასაგები და მკაფიო რეაქცია. საქართველოში დემოკრატია აღარაა, აქ დიქტატურა დამყარდა", - განაცხადა მიხელსონმა.
"ოცნებამ" ევროკავშირში გაწევრიანების პროცეს შეაჩერა - როგორც ირაკლი კობახიძემ გუშინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, "ოცნება" 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხზე.