თავდაცვის სამინისტროში პროტესტია - რა ინფორმაცია აქვს უწყების ყოფილ ხელმძღვანელს

29.11.24 18:35
თავდაცვის სამინისტროში პროტესტია - რა ინფორმაცია აქვს უწყების ყოფილ ხელმძღვანელს

თავადცვის ყოფილი მინისტრი თავდაცვის სამინისტროში არსებულ პროტესტზე "პირველებთან" საუბრობს. 

თინა ხიდაშელი თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელების მიერ გავრცელებულ განცხადებას აფასებს და ამბობს, რომ 50-მა თანამსრომელმა ერთგვარი პრევენციული განცხადება გააკეთა. 

ბოლო წვეთი იყო, როგორც ჩანს იანუკოვიჩის სტილში კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადება, როდესაც მან ამაყად პირველი წინადადება თქვა, რომ ჩვენ ვაჩერებთ მოლაპარაკებებს ევროკავშირთან. ამით ყველაფერი ნათელი გახდა. ასევე, მე მაქვს საფუძვლიანი და მიზეზიანი ვარაუდი, რომ თავდაცვის სამინისტროში გავრცელდა ჭორად, რომ თუ მღელვარება იქნება უფრო ფართო და მოსახლეობა კიდევ უფრო მასიურად გამოვა ქუჩებში და ეს იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით, შესაძლოა, საპოლიციო ძალები აღარ იყოს საკმარისი პროცესის მართვისთვის და თავდაცვის ძალები შეიძლება გამოიყენონ. მე ვფიქრობ, რომ ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი, ერთგვარი პრევენციული თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის თანამშრომლების მხრიდან ამ განცხადების გაკეთებისა. რა თქმა უნდა, საქართველოს შეიარაღებული ძალები არასოდეს არ ჩაერთვება არ ჩაერთვება მსგავს ოპერაციაში. მე ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ მსგავსი ბრძანების მიღების შემთხვევაში, ისინი ამ ბრძანებას უბრალოდ არ დაემორჩილებიან და არავის არ მისცემენ უფლებას, რომ შეიარაღებული ძალები, რომელიც მისი არსებობის 35 წლის მანძილზე იცავდნენ სამშობლოს და იცავდნენ საქართველოს მოსახლეობას, ამ მოსახლეობის წინააღმდეგ გამოვიდნენ", - განაცხადა თინა ხიდაშელმა. 

 "ოცნების" გადაწყვეტილებას, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით, ემიჯნება - როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ისინი საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გაწერილი ვალდებულების ერთგულნი რჩებიან.

თბილისში 28 ნოემბერს, საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ „ოცნებამ" ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე აჩერებს.

ამ განცხადების შემდეგ მოქალაქეები ქუჩაში გავიდნენ. გომელაურის უწყების ნიღბიანი თანამშრომლებმა მთელი ღამის განმავლობაში პროევროპული აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი არაერთხელ გამოიყენა. 

ნიღბიანი პირები, რომლებსაც მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ აქვთ, მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ.

გომელაურის რაზმმა აქციაზე 43 მშვიდობიანი მომიტინგე დააკავა. 

მსგავსი სიახლეები