პოლონეთი საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია - საგარეო

29.11.24 19:42
პოლონეთი საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია - საგარეო

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, შეაჩერონ ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნა, იმედგაცრუებას გამოხატავს.

პოლონეთის საგარეო საქართველოს ოფიციალურ პირებს მოუწოდებს, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებების განხორციელება არ დაუშვან.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედგაცრუებულია საქართველოს ოფიციალური პირების გადაწყვეტილებით, შეაჩერონ ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნა.

პოლონეთი საქართველოს ოფიციალურ პირებს მოუწოდებს, თავი აარიდონ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობას", - ნათქვამია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

თბილისში 28 ნოემბერს, საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ „ოცნებამ" ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე აჩერებს.

აქციის მონაწილეები თბილისში სამ ლოკაციაზე - გორგასლის ქუჩაზე, "ქართული ოცნების" ოფისთან და რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ. მოგვიანებით აქცია გაერთიანდა პარლამენტის წინ, სადაც ვითარება სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის არაერთხელ დაიძაბა. დაახლოებით, ღამის 2:00 საათის შემდეგ საპოლიციო ძალებმა დემონსტრანტების გაფრთხილების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლა დაიწყეს. 

გომელაურის უწყების ნიღბიანი თანამშრომლებმა მთელი ღამის განმავლობაში პროევროპული აქციის მონაწილეებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი არაერთხელ გამოიყენა. 

მსგავსი სიახლეები