ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე ივანიშვილისა და მისი გარემოცვის დასანქცირებას ითხოვს

29.11.24 19:52
ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე ივანიშვილისა და მისი გარემოცვის დასანქცირებას ითხოვს

ევროპარლამენტის ლიეტუველი წევრი, რასა იუკნევიჩიანე ევროკომისიას და ევროპულ საბჭოს მოუწოდებს, პერსონალური სანქციები დაუყოვნებლივ დაუწესონ საქართველოს ოფიციალურ პირებს, რომლებიც ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების უკანდახევაზე არიან პასუხისმგებელნი.

რასა იუკნევიჩიანე ევროკავშირის სტრუქტურებს მათ შორის ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, ირაკლი ღარიბაშვილის, შალვა პაპუაშვილისა და კახა კალაძის შავ სიაში შეყვანას სთხოვს.

ევროკომისიამ და ევროპულმა საბჭომ დაუყოვნებლივ უნდა დაუწესონ პერსონალური სანქციები საქართველოს ოფიციალურ პირებს, რომლებიც ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების უკანდახევაზე არიან პასუხისმგებელნი, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილს, კახა კალაძეს, ირაკლი კობახიძეს, შალვა პაპუაშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს.

ეს ყველაფერი უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ, როგორც ამას გუშინ ევროპარლამენტი ითხოვდა", - წერს ევროპარლამენტარი.

თბილისში 28 ნოემბერს, საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ „ოცნებამ" ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე აჩერებს.

აქციის მონაწილეები თბილისში სამ ლოკაციაზე - გორგასლის ქუჩაზე, "ქართული ოცნების" ოფისთან და რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ. მოგვიანებით აქცია გაერთიანდა პარლამენტის წინ, სადაც ვითარება სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის არაერთხელ დაიძაბა. დაახლოებით, ღამის 2:00 საათის შემდეგ საპოლიციო ძალებმა დემონსტრანტების გაფრთხილების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლა დაიწყეს. 

გომელაურის უწყების ნიღბიანი თანამშრომლებმა მთელი ღამის განმავლობაში პროევროპული აქციის მონაწილეებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი არაერთხელ გამოიყენა. 

მსგავსი სიახლეები