შეშფოთებული ვარ, რომ ქართულმა პოლიციამ დემონსტრანტების მიმართ ძალას გადაამეტა - დაუთი

29.11.24 20:00
შეშფოთებული ვარ, რომ ქართულმა პოლიციამ დემონსტრანტების მიმართ ძალას გადაამეტა - დაუთი

ბრიტანეთის ევროპის საქმეთა მინისტრი, სტივენ დაუთი 28-29 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავს.

სტივენ დაუთი "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს, ესკალაციის შემცირებისკენ მიმართული ნაბიჯები დაუყოვნებლივ გადადგას.

ღრმად  შეშფოთებული ვარ ცნობებით, რომ ქართულმა პოლიციამ ძალას გადაამეტა მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ, რომლებიც საკუთარ დემოკრატიულ უფლებას იყენებდნენ.

საქართველოს ხელისუფლებამ დაუყონებლივ უნდა გადადგას ესკალაციის შემცირებისკენ მიმართული ნაბიჯები და პატივი სცეს მშვიდობიანი პროტესტის ჩატარების უფლებას", - წერს საქართველოში ბრიტანეთის საელჩო. 

თბილისში 28 ნოემბერს, საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ „ოცნებამ" ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე აჩერებს.

აქციის მონაწილეები თბილისში სამ ლოკაციაზე - გორგასლის ქუჩაზე, "ქართული ოცნების" ოფისთან და რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ. მოგვიანებით აქცია გაერთიანდა პარლამენტის წინ, სადაც ვითარება სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის არაერთხელ დაიძაბა. დაახლოებით, ღამის 2:00 საათის შემდეგ საპოლიციო ძალებმა დემონსტრანტების გაფრთხილების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლა დაიწყეს. 

გომელაურის უწყების ნიღბიანი თანამშრომლებმა მთელი ღამის განმავლობაში პროევროპული აქციის მონაწილეებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი არაერთხელ გამოიყენა. 

მსგავსი სიახლეები