ბუკა პეტრიაშვილი: ივანიშვილი საქართველოში რუსეთის გუბერნიას ვერ გააკეთებს

29.11.24 20:27
ბუკა პეტრიაშვილი: ივანიშვილი საქართველოში რუსეთის გუბერნიას ვერ გააკეთებს

ბიძინა ივანიშვილი საქართველოში რუსეთის გუბერნიას ვერ გააკეთებს - ამის შესახებ ბუკა პეტრიაშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა. 

მისი თქმით, პროტესტი, რომელიც თბილისის ცენტრში მიმდინარეობს, მზარდია. 

"ჩვენ ვნახეთ, რომ გუშინ ყოველგვარი დაორგანიზების, პარტიული დაგეგმვის გარეშე თავისი სვლით, თვითდინებით ასეულ ათასი ადამიანი მოვიდა დილის 7 საათამდე"- განაცხადა პოლიტიკოსმა. 

ასევე ნახე: 

მოქალაქეები, რომლებიც მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, პარლამენტის შენობასთან აქციას მართავენ

პროტესტის მონაწილეების ნაწილი საკანონმდებლო ორგანოს წინა შესასვლელთან აღმართულ რკინის ჯებირებზე პროტესტის ნიშნად აბრახუნებენ.

შეკრებილებს ადგილზე მოტანილი აქვთ ბანერი წარწერით: “ისინი აირჩია ოლიგარქმა და არა ხალხმა”.

 

მსგავსი სიახლეები