"პირველებმა" "ხარებას" მიაგნო - გდდ-ის შეფი ჟურნალისტს გაექცა (ვიდეო)

29.11.24 20:27
"პირველებმა" "ხარებას" მიაგნო - გდდ-ის შეფი ჟურნალისტს გაექცა (ვიდეო)

 

 

განსაკუთრებული სისასტიკით ცნობილი ზვიად ხარაზიშვილი თავისუფლების მოედანზეა - "ხარებას" ტრადიციულად მარიამ გაფრინდაშვილმა მიგნო. 

გდდ-ის ხელმძღვანელმა არ უპასუხა "პირველების" კითხვას, ვისი ბრძანებით გაუწორდნენ მისი დანაყოფები მედიის წარმომადგენლებს. 

თავისუფლების მოედანზე გამოყვანილი სპეცრაზმის თანამშრომლები კი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან და ცდილობენ, მედიამ მათი გადადგილება არ გადაიღოს. 

თავისუფლების მოედანზე სპეციალური დანიშნულების რაზმის მობილიზება რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.

"პირველების" მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ სპეცდანიშნულების რაზმი განლაგებულია თბილისის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე.

ადგილზე წყლის ჭავლის რამდენიმე მანქანა და ასევე სახანძრო-სამაშველო სამსახურის 2 მანქანა დავაფიქსირეთ.

ე.წ. რობოკოპებს თან აქვთ ხელკეტები - არცერთ მათგანს საიდენტიფიკაციო ნიშნები არ აქვთ. 

პარალელურად რუსთაველის გამზირზე აქციაზე მოქალაქეები არიან შეკრებილები - გადაიკეტა მთავარი გამზირი. 

მსგავსი სიახლეები