აქტივისტები ამბობენ, რომ აქციაზე მიგზავნილი სუს-ის თანამშრომელი გაშიფრეს - კაცი დემონსტრანტებს ფოტოებს უღებდა
ხმაური იყო ცოტა ხნის წინ პარლამენტთან - აქციაზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქტივისტებმა შენიშნეს, რომ შავებში გამოწყობილმა კაცმა დემონსტრანტების ფარული გადაღება დაიწყო.
"პირველებმა" მისი ჩაწერა, შეძლო, თიმცა მოქალაქე ამტკიცებს, რომ სუს-თან არანაირი შეხება არ აქვს. უარს ამბობს თქვას, რატომ უღებდა აქციის მონაწილეებს ფოტოებს და აღნიშნავს, რომ ის შემთხვევითი გამვლელია.
აქტივისტები კი ამტკიცებენ, რომ აღნიშნული პირის იდენთიფიცირება შეძლეს. მათი თქმით, ეს ძალოვანი უწყების თანამშრომელი, ვინმე "მირზანაა":
ეს თანამშრომელი არის ბრეგვაძე, ზედმეტსახელად "მირზანა". სუს-ის მოქმედი თანამშრომელია. ახლა მომწერა მეგობარმა, რომელთანაც ერთად წლების განმავლობაში მუშაობდა. დადიან და ჩუმ-ჩუმად იღებენ ფოტოებს. მათ ჰგონიათ, რომ ფოტოების გადაღებით ვინმეს შეაშინებენ? ყველას აღმოვაჩენთ და ყველას მოეთხოვება პასუხი", - ამბობს ერთ-ერთი აქტივისტი.