ვინ არის შსს-ის თანამშრომელი, რომელიც კახეთიდან თბილისში აქციაზე ჩამოიყვანეს
თბილისში მიმდინარე აქციაზე კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, თემუკა კალანდაძე ჩამოიყვენს.
პოლიციის მაღალჩინოსანი "პირველების" კამერამ ჩიტაძის ქუჩაზე გადაიღო, რომელიც საპოლიციო ძალებმა ცოტა ხნის წინ დაიკავეს.
ადგილზე ვითარება რთულია - პოლიცია ცდილობს აქცისი მონაწილეები რუსთაველის გამზირისკენ ჩააჩოჩოს.
თემუკა კალანდაძე ძალოვანი უწყებიდან რამდენჯერმე გაუშვეს, თუმცა გომელაურმა სისტემაში ისევ დააბრუნა. პოლიციის მაღალჩინოსნისთვის პასუხი არავის მოუთხოვია, არც სექსუალური ძალადობის ბრალდებაზე, რაშიც მას მოქალაქე ადანაშაულებდა, არც არაადამიანურ მოპყრობის ფაქტზე, როდესაც დაზარალებულის მტკიცებით, მოქალაქე პოლიციის შენობაში წყლის ბოთლებით ცემა და არც რეგიონებში აქციებზე გამოსული ხალხის დარბევაზე.
"ტვ პირველის" ინფორმაციით, მსგავსი გადაცდომების გამო კალანდაძე გიორგი გახარიამ სისტემიდან გაუშვა, თუმცა ვახტანგ გომელაურმა უკან დააბრუნა.