ექსკლუზივი - კაცი, რომელიც აქციის მონაწილეებს ფოტოებს უღებდა, სპეცსამსახურების საიდუმლო თანამშრომელია

29.11.24 22:08
ექსკლუზივი - კაცი, რომელიც აქციის მონაწილეებს ფოტოებს უღებდა, სპეცსამსახურების საიდუმლო თანამშრომელია

"პირველების" ექსკლუზივი - კაცი, რომელიც აქციის მონაწილეებს ფოტოებს უღებდა, სპეცსამსახურების საიდუმლო თანამშრომელია. "პირველებმა" მისი იდენტიფიცირება მოახდინა, სუს-მა ევროპული აქციაზე საიდუმლო მისიით, მალხაზ ბრეგვაძე გააგზავნა. 

საიდუმლო ოპერაცია მას შემდეგ ჩავარდა, რაც აქტივისტებმა ბრეგვაძის საეჭვო ქცევა შენიშნეს და აქციის ეპიცენტრის დატოვება მოსთხოვეს. 

საეჭვო იყო სუს-ის თანამშრომლის ქმედება კამერების წინ - მან "პირველების" კორესპონდენტს ვინაობის გამხელაზე უარი უთხრა. კადრებში რომელიც ჩვენმა რეპორტიორებმა გადაიღეს, ჩანს, რომ მალხაზ ბრეგვაძეს მობილურით რამდენჯერმე დაურეკეს და სავარაუდოდ გარკვეული დირექტივა მისცეს. 

მსგავსი სიახლეები