ბინების გადაცემა წინასაარჩევნო პერიოდს არ ემთხვევა, მედიის ყურადღება ემთხვევა ამ დროს - შალვა პაპუაშვილი

31.08.21 13:35
ბინების გადაცემა წინასაარჩევნო პერიოდს არ ემთხვევა, მედიის ყურადღება ემთხვევა ამ დროს - შალვა პაპუაშვილი

"ქართული ოცნების" წევრი, შალვა პაპუაშვილი, ამბობს, რომ ბინების გადაცემა სხვადასხვა ჯგუფებისთვის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში არ ხდება და არც ამომრჩევლის მოსყიდვას ემსახურება.  მისი განმარტებით,  ეს პროცესი მედიის ყურადღების ცენტრში მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში ხვდება.

წინასაარჩევნო პერიოდს ის კი არ ემთხვევა, რომ ბინების გადაცემა შეიძლება ხდებოდეს, ვთქვათ, სხვადასხვა ჯგუფებისთვის, დევნილებისთვის, თუ სამხედროებისთვის, არამედ წინასაარჩევნო პერიოდს ემთხვევა მედიის ყურადღება ამის მიმართ, სამწუხაროდ. სხვა დროს, სამწუხაროდ, ასეთი პოზიტიური ინფორმაციების მიმართ არ არსებობს ყურადღება. არა თუ ბინების გადაცემა ხდება სამხედროებისთვის, სამხედრო ქალაქის მშენებლობაც კი დაანონსდა და იცით, რომ არის ნაწილი აშენებული კიდეც. ეს გახლავთ ჩვენი საარჩევნო პროგრამის ნაწილი, მთავრობის საქმიანობის პროგრამის ნაწილი, რომ სხვა საკითხებთან ერთად, რა თქმა უნდა, სოციალურ საკითხებსაც მიხედოს, - ამბობს შალვა პაპუაშვილი.