დაიკარგა 300 მილიონი და დაზარალდა ქვეყნის რეპუტაცია - რომან გოცირიძე
,,ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რომან გოცირიძე, საქართველოს ხელისუფლების იმ გადაწყვეტილებას აფასებს, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის დახმარებაზე, 75 მილიოევროიან უპროცენტო სესხზ,ე ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებამ უარი განაცხადა. გოცირიძის გაკვირვებას ის ფაქტიმ იწვევს, რატომ განაცხადა ხელისუფლებამ უპროცენტო სესხზე უარი, როცა ამავდროულად პროცენტიან საგარეო ვალებს იღებს.
ევროპული სანქცია ამოქმედდა-საბიუჯეტო დახმარება 75 მილიონი ევროს ოდენობით არ გადმოირიცხება. ეს პირდაპირ სანქციად რომ არ ყოფილიყო გამოცხადებული, მთავრობამ წინსწრებად უარი თქვა მის მიღებაზე. ფული სექტემბერში უნდა ჩარიცხულიყო.
როცა უარს ამბობ უპროცენტო და მრავალი წლის შემდეგ დასაბრუნებელ სესხზე, მაშინ რატომ უნდა აიღო პროცენტიანი ფული? არა და ევროკავშირის 4 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება მომავალი ხუთი წლის განმავლობაში, სულ ახლახან იყო დაპირებული ევროკომისიის მიერ და ღარიბაშვილიც სიამაყოდ აცხადებდა ამაზე.
დაიკარგა 300 მილიონი ლარი მომდინარე წლის ბიუჯეტში და დაზიანდა ქვეყნის რეპუტაცია. ეს აუცილებლად მოახდენს გავლენას სხვა დონორების ქცევაზეც - წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.