პრეზიდენტი: ჩემი მანდატი გრძელდება, პოლიტიკური პროცესების სათავეში ვიქნები!

30.11.24 20:43
პრეზიდენტი: ჩემი მანდატი გრძელდება, პოლიტიკური პროცესების სათავეში ვიქნები!

საქართველოს პრეზიდენტის საგანგებო განცხადება - სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ პოლიტიკური პროცესების სათავეში იქნება.

ხვალ ჩემთან შეიკრიბება საზოგადოება და პოლიტიკური პარტიები და ერთად ვმართავთ იმ პროცესს, რომელსაც თქვენ მართავთ გარეთ - თქვა ზურეაბიშვილმა. 

მოქმედი მთავარსარდალის თქმით, არალეგიტიმური პარლამენტი ვერ აირჩევს ლეგიტიმურ პრეზიდენტს, შესაბამისად ვერ შედგება მისი ინაუგურაცია.

სალომე ზურაბიშვილი ხაზგასმით ამბობს, რომ მისი მანდატი გაგრძელდება, სანამ არ იქნება ლეგიტიმური პრეზიდენტი.

ძალიან მეამაყებით, მეამაყება საქართველო. შედგა ეროვნული თანხმობა მთავარზე, რომ არ შეიძლება, საქართველოს ვინმემ დამოუკიდებლობა წაართვას, საქართველო ვინმემ რუსეთში დააბრუნოს და წაართვას ევროპული მომავალი. შედგა ეროვნული თანხმობა ყველგან, სადაც შეიძლებოდა. ყოველ წუთს ჩანს, რომ ძლიერდება ეს ეროვნული თანხმობა.

მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ აქაც, პრეზიდენტთან, რომელიც დღეს არის ერთადერთი დამოუკიდებელი, ლეგიტიმური ინსტიტუტი, აქაც შედგა ეროვნული თანხმობა. ჩემთან შეიკრიბება ხვალ საზოგადოება და პოლიტიკური პარტიები. ერთად ვმართავთ იმ პოლიტიკურ პროცესს, რომელსაც თქვენ მართავთ გარეთ, ქუჩაში და საზოგადოების სხვადასხვა სფეროში. ჩვენ ერთად გავაკეთებთ საქმეს, წარმოვადგენთ იმ მომავალს, რომელსაც ახალი არჩევნებით მალე მივაღწევთ. ახალი საქართველო დაიბრუნებს თავის ევროპულ გზას, დამოუკიდებლობას და განვითარების თავისუფალ გზას. ამას არავის დავუთმობთ. ხვალ ჩვენ შევხვდებით კიდევ და იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც მე მოვიწვიე.

ვიქნები პოლიტიკური პროცესის სათავეში, რადგან მე ვრჩები როგორც თქვენი პრეზიდენტი. არ არსებობს ლეგიტიმური პარლამენტში, მაშასადამე არალეგიტიმური პარლამენტი ვერ აირჩევს ახალ პრეზიდენტს, მაშასადამე ინაუგურაცია ვერ იქნება. ჩემი მანდატი გრძელდება მანამ, სანამ არ იქნება ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტი, რომელიც ლეგიტიმურად აირჩევს, ვინც უნდა შემცვალოს მე. მე თქვენთან ვარ და ვიქნები", - ამბობს პრეზიდენტი.

მსგავსი სიახლეები