არჩევნები ყოველ წელს გვაქვს და უნდა გავაჩეროთ პროგრამები? უნდა გავაჩეროთ ქვეყნის აღმშენებლობა? - სუბარი

31.08.21 17:06
არჩევნები ყოველ წელს გვაქვს და უნდა გავაჩეროთ პროგრამები? უნდა გავაჩეროთ ქვეყნის აღმშენებლობა? - სუბარი

"ქართული ოცნების" წევრი, სოზარ სუბარი, ოპოზიციის ბრალდებებს წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის მოსყიდვასთან დაკავშირებით უსაფუძვლოს უწოდებს. მმართველი გუნდის წევრი ამბობს, რომ სოციალურ პროგრამებს და ქვეყნის აღმშენებელობას არჩევნების გამო ვერ შეაჩერებენ. 

არჩევნები ყოლველ წელს გვაქვს და რას ფიქრობთ, უნდა გავაჩეროთ პროგრამები? უნდა გავაჩეროთ ქვეყნის აღმშენებლობა? უნდა გავაჩეროთ მოსახლეობის დახმარებები? ვერ გავაჩერებთ. ერთი კვირით ადრე, ერთი კვირით გვიან, ერთი და იგივეა. ადამიანი რომ ბინას იღებს, რამდენიმე თვით ადრე რომ აიღებს, მაინც კმაყოფილია და მაინც მადლობელია. მით უმეტეს, ლაპარაკია ჯარისკაცებზე, რომლებსაც ეკუთვნით, დამსახურებული აქვთ და აქ მოსყიდვაზე ვერ იქნება ლაპარაკი, - ამბობს სოზარ სუბარი. 

პრემიერმა წინასაარჩევნოდ 500-მდე სამხედროსა და 300-მდე დევნილი ოჯახის ბინებით დაკმაყოფილება დააანონსა.