,,ოცნება" უპრეცედენტო ტყუილზე წავიდა და მოსახლეობას 300 მილიონი ააცალა - ბადრი ჯაფარიძე
,,ქართული ოცნება" უპრეცედენტო ტყუილზე წავიდა და მოსახლეობას 300 მილიონი პირიდან ამოაცალა. - ამის შესახებ ,,ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა. ბადრი ჯაფარიძის თქმით, ხელისუფლებამ კარგად იცოდა, რომ შეთანხმების შეუსრულებლობის გამო ევროკავშირისგან ფინანსურ სანქციებს მიიღებდა.
იმ ფაქტს, რომ ვერ მივიღებდით 300 მილიონ ლარს, სექტემბრის თვეში გაიგებდა საზოგადოება. რადგან არჩევნებამდე ერთი თვით ადრე არ სურდათ, რომ მათი უპასუხისმგებლობის შესახებ შეეტყოთ და იმის შესახებაც, რომ სასამართლოზე კონტროლის შენარჩუნება სურთ, ამის გამო წავიდნენ უპრეცედენტო ტყუილზე და ჩვენს მოსახლეობას პირიდან ამოართვეს 300 მილიონი - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ქვეყანა ევროკავშირის დახმარების, 75 მილიონი ევროს, გარეშე რჩება, თუმცა ამაში ხელისუფლება პრობლემას ვერ ხედავს და თავის მართლების რეჟიმში გადადის.
დღეს ქვეეყნის პრემიერი, მანამდე კი ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ერთმანეთის მიყოლებით ალაპარკდნენ, რომ ევროკავშირის დახმარების შეჩერება პრობლემა ქვეყნის ეკონომიკისთვის არ იქნება და საქართველო ამ ნაბიჯით საგარეო ვალებს შეამცირებს.