შსს, პირდაპირ ლუკაშენკოს მილიაციას ბაძავთ - გიგი უგულავა
ოპოზიციიის მერობის კანდიდატი, გიგი უგულავა, აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ფოთში რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტს არ აძლევს. უგულავა ამ ფაქტს ხელისუფლების შიშით ხსნის.
შსს არ მაძლევს ცნობას, რაც აუცილებელია ფოთში ჩემი რეგისტრაციისთვის. ადგილზე საერთოდ არც უარის ქაღალდს მაძლევენ. ახლა მივდივარ ადგილზე.
რამ შეგაშინათ ასე, თქვე უდღეურებო, გასაგებია, რამაც შეგაშინათ. წასხმის შიში რას არ გაგაკეთებინებთ. ასე არ დავტოვებ ამას!
შინაგან საქმეთა სამინისტრო, / Ministry of Internal Affairs of Georgia / ხომ კარგად ხართ. უკვე პირდაპირ ლუკაშენკოს მილიციას ბაძავთ! - წერს გიგი უგულავა სოციალურ ქსელში.