გიორგი გახარიას პარტია მერობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დღეს დაასახელებს
გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მერობის კანდიდატებს, თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებსა და თბილისის საკრებულოში პარტიული სიის წევრებს დღეს წარადგენს.
ღონისძიება მეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძრის ეზოში 19:00 საათზე დაიწყება.
კანდიდატებს თავად პარტიის თავმჯდომარე, გიორგი გახარია, დაასახელებს.