ხელისუფლების ნაბიჯები ევროკავშირის წევრობამდე ვერ მიგვიყვანს - ,,საია"-ს თავმჯდომარე

01.09.21 11:06
ხელისუფლების  ნაბიჯები  ევროკავშირის წევრობამდე ვერ მიგვიყვანს - ,,საია"-ს თავმჯდომარე

,,საია"-ს თავმდჯომარე, ნიკა სიმონიშვილი, ამბობს, რომ ხელისუფლებას რეალურად ქვეყნის  ევროკავშირში გაწევრიანება არ სურს და ამას მოჩვენებით აკეთებს. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ევროკავშირში ინტეგრაციამდე ვერ მიგვიყვანს. 

ხელისუფლება ერთგვარ დეკლარირებას აკეთებს იმის, რომ 2024-ში უნდა განაცხადი წარადგინოს ევროკავშირის წევრობაზე, თუმცა ეს უბრალოდ სიტყვებია და რეალურად, ნაბიჯებს ის არ დგამს იმისათვის, რომ ევროინტეგრაცია მოხდეს ქვეყნის. ამ ნაბიჯებით, რომელსაც ხელისუფლება დგამს, არსად არ მიგვიყვანს. ეს ევროკავშირის წევრობამდე ვერ მიგვიყვანს, თუ რეალური რეფორმები არ განხორციელდება სასამართლოსთან მიმართებით, - ამბობს სიმონიშვილი. 
 

ევროკავშირმა განაცხადა, რომ საქართველომა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა სათანადოდ ვერ შეასრულა.