"ოცნებამ" ითაღლითა და დაასწრო ევროკავშირს განცხადების გაკეთება - ლევან სამუშია
პარტია "ლელოს" წევრი, ლევან სამუშია, ამბობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" ითაღლითა, როდესაც ევროკავშირის დახმარებაზე უარი განაცხადა, მაშინ, როდესაც ისედაც ნათელი იყო, რომ ევროკავშირი საქართველოსთვის ამ დახმარების მიცემას არ აპირებდა.
ანტისახელმწიფოებრივი, ანტიდასავლური ნაბიჯი გადადგეს და აი, ამ ნაბიჯით პირდაპირ მივყავართ „ქართულ ოცნებას“ რუსეთისკენ. ეს არის პირდაპირ რუსული სცენარი ერთი-ერთში და არ დააყოვნა ძალიან სწორმა და დიპლომატიურად და გასაგებ ენაზე გაკეთებულმა განხაცადებამ ევროკავშირისა. პირდაპირ ნათელი იყო, რომ ისინი არ აძლევდნენ დახმარებას, უბრალოდ ითაღლითეს და დაასწრეს ევროკავშირს განცხადების გაკეთება, - ამბობს სამუშია.