მარტივი ვირეშმაკობა იყო - ზურა ჯაფარიძე "ოცნების" განცხადებაზე

01.09.21 11:23
მარტივი ვირეშმაკობა იყო - ზურა ჯაფარიძე "ოცნების" განცხადებაზე

"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურა ჯაფარიძე, ხელისუფლების განცხადებას ევროკავშირის დახმარებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით ვირეშმაკობას უწოდებს. მისი თქმით, "ქართული ოცნების"  საყრდენი არა დასავლეთი, არამედ რუსეთია. 

მარტივი ვირეშმაკობა იყო. მანამ, სანამ ევროკავშირი ეტყოდა მთავრობას, რომ ტრანშს არ გაძლევ, ამის და ამის გამო გამოვიდნენ და დაასწრეს და თქვეს, რომ თითქოს ვალი აღარ გვჭირდება ჩვენო მაშინ, როდესაც იანვრიდან ივლისის ჩათვლით წელს 4 მილიარდი ვალი აქვთ უკვე აღებული. აქამდე თუ თამაშობდნენ და დასავლეთს ატყუებდნენ, რომ ვითომ რაღაცას აკეთებდნენ, ახლა ყველანი გაშიფრულები არიან, ეგეთი ტიპის რეჟიმების დასაყრდენი საბოლოო ჯამში არის ყოველთვის რუსეთი, - ამბობს ჯაფარიძე.