საქართველოს სასამართლო სისტემა ბევრად წინ უსწრებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სასამართლოს - ღარიბაშვილი

01.09.21 11:28
საქართველოს სასამართლო სისტემა ბევრად წინ უსწრებს ევროკავშირის  წევრი სახელმწიფოების სასამართლოს - ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით,  ქართული სასამართლო სისტემა ევროკავშირის წევრი ქვეყნების სასამართლო სისტემას ბევრად წინ უსწრებს. 

ჩვენ კარგად ვიცით, როგორი სასამართლო ჩაიბარა ,,ქართულმა ოცნებამ". მას შემდეგ არაერთი რეფორმა განვახორციელეთ, 4 ტალღა, რამაც რეალურად გამჭვირვალე და ანგარშვალდებული გახადა ეს სისტემა. მინდა, ყველას შევახსენო, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა ბევრად წინ უსწრებს ევროკავშირის მოქმედი წევრების სახელმწიფოების სასამართლო სისტემას, ყველა კვლევით დასტურდება ეს, მათ შორის, ევროკავშირის გამოკითხვებით. ასე რომ, ჩვენ რეფორმებს ვაგრძელებთ, სასამართლო რეფორმაც გაგრძელდება", - თქვა ღარიბაშვილმა.