ევროპარლამენტარი არ არის ჩემი უფროსი - ღარიბაშვილი

01.09.21 11:47
ევროპარლამენტარი არ არის ჩემი უფროსი - ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ამბობს, რომ მას ევროპარლამენტარების განცხადებები არ აინტერესებს, რადგან ისინი მისი უფროსები არ არიან. 

ევროპარლამენტარი არ არის ჩემი უფროსი, ჩვენი უფროსი არის ქართველი ხალხი, ეს ერთი. მეორე, თუ მათ აინტერესებთ რეალურად საქმის ვითარებასა და არსში გარკვევა, მათ უნდა გაარკვიონ და არა ზედაპირული განცხადებები აკეთონ. არ მაინტერესებს, ვინ რა თქვა, მე ვეუბნები ჩვენს ხალხს, რომ ეს იყი სესხი და ჩვენ დამატებითი სესხის აღებაზე ვთქვით უარი, ამ სესხმა ძალიან  დიდი პოლიტიკური წონა შეიძინა და პოლიტიკური სპეკულაციების საგანი, საფუძველი გახდა, ამ უხერხულობის თავიდან ასაცილებლად მივიღეთ გადაწყვეტილება და თავი შევიკავეთ ამ სესხის აღებისგან", - თქვა ღარიბაშვილმა.