ხელისუფლება საბჭოთა კავშირს ირჩევს - აქცია ,,ოცნების" ოფისთან
,,ქართული ოცნება" საბჭოთა კავშირს ირჩევს“ ამ სლოგანით მიმდინარეობს აქცია მმართველი პარტიის ოფისთან. ადგილზე სამოქალაქო აქტივისტები მივიდნენ. ისინი ევროკავშირის დახმარებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.
სამოქალაქო აქტივისტის, გიგა მაქარაშვილის განმარტებით, ,,ქართული ოცნების" ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯები ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ მმართველი პარტია ქვეყანას რუსეთისკენ მიაქანებს.
სამწუხაროდ, ,,ქართული ოცნება" იმაზე უფრო სწრაფად მიაქანებს ქვეყანას რუსეთისკენ, ვიდრე შეიძლებოდა, წარმოგვედგინა. ბოლო ამბავი, რაც გუშინ გავიგეთ, იმის მანიშნებელია, რომ ევროპასა და დასავლურ სტანდარტებზე საბოლოოდ უარი თქვა. ,,ოცნებამ" საბოლოოდ მიაჯახუნა ის კარი, სადაც გველოდებიან და სადაც არის რეალურად ჩვენი ადგილი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ,,ოცნება" არ აპირებს სამართლიანი არჩევნების ჩატარებას - აცხადებს გიგა მაქარაშვილი.